მომავლი წლიდან წყალტუბო საერთაშორისო დონის კურორტი გახდება, - აღნიშნული განცხახდება საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სანატორიუმ კომპლექსის "სპა რეზორტი"ს გახსნიასს გააკეთა.
"ცოტა ხნის წინ ვიყავი მასკეში, რომელიც საერთაშორისო დონის კურორტად ითვლება. მასკე და წყალტუბო რელიეფით, სიმწვანითა და კლიმატით ერთმანეთს ჰგავს, თუმცა უნიკალური მინერალური წყლებით და სამკურნაო ტალახით წყალტუბო შეუდარებელია. მე დავავალე იმერთის გუბერნატორს და აღნიშნული სასტუმრო კომპლექსის გალამაზებაზე ევროპის წამყვანი ქვეყნების მებაღეები და გამწვანების სპეციალისტები იბრძოლებენ ", - განაცხადა საკაშვილმა და დასძინა, რომ ახალ სასტუმრო კომპელქსში ბევრი ადგილობირივი მოქალაქე დასაქმდება.
ამასთან, მისივე თქმით, საქართველოს საერთაშორისო დონის კურორტები საირმე, კახეთი და ბორჯომი ბუნებრივ მდგომარეობას დაიბრუნებენ, რაც საქართველოში ტურიზმის განვითარების საწინდარი გახდება.
ქვეყნის პრეზიდენტმა მიმდინარე წელი წყალტუბოს აღორძინების წლად გამოაცხადა. მიხეილ სააკაშვილთან ერთად წყალტუბოს ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე მაია სიდამონიძეც სტუმრობდა.