ნონა გაფრინდაშვილი ყველა ოპოზიციური არხის წარმომადგენელს ხალხის გვერდით დგომისკენ მოუწოდებს, - ამის შესახებ მან პარლამენტის წინ მიმდინარე საპროტესო აქციაზე განაცხადა.
"ყველა ოპოზიციურ პარტიას და მათ ლიდრეებს მოვუწოდებთ, რომ დადგნენ ხალხის გვერდით და იბრძოლონ ხელისუფლების წინააღმდეგ. ეს არის აუცილებელი ქვეყნის გადასარჩენად", - განაცხადა გაფრინდაშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ სახალხო კრებას შემოუერთდა ეროვნული ფორუმის წევრი რუსუდან ფოცხიშვილი. გაფრინდაშვილის თქმით მან ეროვნული ფორუმი დატოვა.