"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, სახალხო კრების აქციების მიმართ სრული საინფორმაციო ვაკუმი შიეიქმნა
მისი თქმით, მეორე არხმა გათიშა აქციების პირდაპირი ტრანსლირება, ასევე მასეტრომაც. ნინო ბურჯანაძე მაესტროს ჟურნალიტს დაავალა გაერკვია თუ რა ხდება.
"მივმართავ "მაესტროს" ჟურნალისტებს, რომ გაიგონ თუ რატომ აღარ გადაიცემა პირდაპირ ეთერში საპროტეტსო აქციები. თუ ეს არხი ბოლომდე ეროსი კიწმარიშვილმა გადაიბირა ესეც გვითხრან და გაგვარკვიონ ამაშიც. არ აშუქებს ასევე ჩვენს აცქიებს პირველი არხი. ინფორმაციულ ვაკუუმში ვიმყოფებით. ამიტომ პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას მოვუწოდებ, რომ თითო ეს-ემ-ესი გაგზავნონ და თითო ზარი განახორციელონ თავიანთი ახლობლების მოსაყვანად", - განაცხადა ბურჯანაძემ.