"სახალხო კრების" აღმასრულებელი საბჭოს ლიდერის ნონა გაფრინდაშვილის გაცხადებით ხელისუფლება ხვალ პარლამენტთან აღლუმს ვერ ჩაატარებს.
"მიუხედავად ტერორისა, მიუხედავად ყველა მცდელობისა, რომ ხალხი დღეს არ მოსულიყო, ხალხი მაინც მოვიდა და ერთად დადგა. აქ რამდენიმე ათასი ადამიანია, რომელიც იბრძვის ხელისუფლების შესაცვლელად და ისინი აუცილებლად მოიპოვებენ გამარჯვებას. ხვალ კი ხელისუფლებას აღლუმს არ ჩავატარებინებთ", - განაცხადა გაფრინდაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.