სახალხო კრება პარლამენტთან შეჩერდა და ლიდერებმა აღლუმისთვის გამზადებული სცენა დაიკავეს. როგორც ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, მათ არ აქვთ ჯერჯერობით მიღებული გადაწყვეტილება თუ სად გაგრძელდება აქციები. თუმცა არ გამორიცხავს რომ შეიძლება გაგრძელდეს პარლამენტთანაც.
"ჩვენ კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ. კანონის ფარგლებში არ მოქმედებს ხელისუფლება. ქვეყანა არის გადასარჩენი.Mმინდა გითხრათ, რომ აქციის ჩატარების სანქცია გვაქვს. გადაწყვეიტლი არ გვაქვს რამდენ ხანს დავრჩებით, მაგრამ გეტყვით რომ აქციები აუცილებლად გაგრძელდება", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.