საქართველოს ოპოზიციას, უკრაინის ოპოზიციის მსგავსად, გაერთიანება არ ძალუძს. განაცხადა უკრაინის ელჩმა რუსეთში ვლადიმერ კრიჟანივსკიმ გამოცემა "ობოზრევატელში" გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ეს ყველა პოლიტიკური გაერთიანების თვისებაა - ისინი მხოლოდ დახვრეტის წინ ერთიანდებიან. პოლიტიკური ძალები, რომლებიც ავტორიტარული მმართველობის მეთოდებთან ახლოს არიან, ადვილად ერთიანდებიან, უფრო სწორედ დიქტატურას ექვემდებარებიან", _ განაცხადა მან.
პრესკონფერენციის მონაწილე საინფორმმაციო-ანალიტიკური ცენტრ "პერსპექტივის" დირექტორმა პაველ რუდაკოვმა კი განაცხადა, რომ საქართველოში არსებული ოპოზიციის გაერთიანების მთავარი ხელისშემშლელი მიზეზი "ამბიციების სუბიექტური ფაქტორია", ასევე ის ფაქტი, რომ ისინი სხვა და სხვა წყაროებიდან ფინანსდებიან.
კითხვაზე პასუხის გაცემისას, თუ კონკრეტულად რომელი წყაროებიდან შეიძლება ფინანდებოდეს ქართული ოპოზიცია რუდიაკოვმა ივარაუდა, რომ შესაძლოა ეს რუსეთიდან წამოსული ფინანსური დახმარება იყოს, რომელსაც "ბურჯანაძეს დაპირდნენ მოსკოვში განხორციელებული მისი არაერთი ვიზიტის დროს". მეტიც, ქსპერტის თქმით, არის კიდევ ოპოზიციონერების საკუთარი ფინანსები - "ნაღდი ფული, რომელიც ნახევარკრიმინალური და კრიმინალური წყაროებიდან მოდის".