ტელეკომპანია „რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, „ქართული პარტიის" ლიდერებმა კოკა გუნცაძემ და ეროსი კიწმარიშვილმა ერთმანეთი სცემეს.
მათი ცნობით, გუნცაძესა და კიწმარიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება დაახლოებით ორი საათის წინ მოხდა.
„დაახლოებით ორი საათის წინ, კოკა გუნცაძე პარტიის ოფისში მხარდამჭერებთან ერთად მივიდა, რომლის დროსაც ეროსი კიწმარიშვილთან დაპირისპირება მოუვიდა. ის ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა", - იუწყება „რუსთავი 2".
თავად პარტიაში მომხდარზე კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. როგორც ჟურნალისტებს „ქართული პარტიის" პრესსამსახურის წარმომადგენლებმა განუცხადეს, ინფორმაციასთან დაკავშირებით ცოტა ხანში განცხადებას ეროსი კიწმარიშვილი გააკეთებს.