საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინსა და დიმიტრი მედვედევთან შეხვდრებს იხსენებს.
„ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე ვამბობ, რომ ჩემი შეხვედრები პუტინთან და მედვედევთან სასიამოვნო შეხვედრები იყო, თუმცა ეს მხოლოდ პიროვნული თვალსაზრისით. პუტინთან ყველაზე ნაკლებად დაძაბული ვიყავი, ვიდრე მსოფლიოს სხვა ლიდერებთან შეხვედრისას, რადგან ამ შეხვედრაზე ყველაფერი წინასწარვე პროგნოზირებადი იყო", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი უკრაინული ტელეარხისთვის მიცემულ ინტერვიუში.
ამასთან, საქართველოს პირველი პირი განმარტავს, რომ „ამ შეხვედრებმა განსაკუთრებულად რთული კომბინაციების გარეშე ჩაიარა".
„ისინი ყოველთვის ხმამაღლა გვიყენებდნენ მათ მოთხოვნებს, ჩვენ კი ძალიან ხშირად სტანდარტულად ვპასუხობდით. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ის დიდი სახელმწიფოა და თავისი ინტერესები აქვს, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ბალანსის დაცვას ვცდილობდით", - ამბობს სააკაშვილი.