საქართველოს მოახერხა და თავი დააღწია იმ ტოტალურ სისტემას, როგორც საბჭოთა კავშირი იყო. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ყოფილ წევრმა და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილმა თავმჯდომარემ ბრიუს ჯორჯმა დღეს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ ღირსების ორდენით დაჯილდოების შემდეგ განაცხადა.
"უპირველეს ყოვლისა საქართველოს მხარს იმიტომ ვუჭერ, რომ მან მოახერხა და თავი დააღწია იმ ტოტალურ სისტემას, როგორიც საბჭოთა კავშირია და რომლისგანაც თავის დაღწევა ძალიან რთული იყო. დემოკრატიის გზა ძალიან რთულია და საქართველო უნდა იყოს მუდმივად ბრძოლაში ჩართული, რომ გახდეს უფრო სრულყოფილად დემოკრატიული და მოწინავე არა მხოლოდ რეგიონში, სადაც ამ კუთხით ისედაც წამყვანია, არამდე თქვენ უნდა გქონდეთ მიზნად უფრო მაღალი სტანდარტების მიღწევა, რომ გაუტოლდეთ ყველაზე მაღალ დემოკრატიულ ქვეყნებს", - აღნიშნა ბრიუს ჯორჯმა და ბაქრაძეს მადლობა გადაუხადა ღირსების ორდენის გადაცემისთვის.
მისივე თქმით, აუცილებლად მოვა დროს და საქართველო გახდება საერთაშორისო ორგანიზაციების - ნატოს და ევროკავშირის წევრი.
"ერთადერთი რაც ართულებს თქვენს მდგომარეობას ეს არის თქვენი ქვეყნის გეოპოლიტიკური განთავსება და რუსეთთან მეზობლობა, მაგრამ მიუხედავად ამისა საქართველოს კარგი მომავალი აქვს", - აცხადებს ბრიტანელი პოლიტიკოსი.
შეგახსენებთ, რომ ბრიუს ჯორჯს ღირსების ორდენი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდაჭერის გამო გადაეცა.
როგორც ცნობილია, ბრიუს ჯორჯი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ყოფილ წევრ და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილ თავმჯდომარეა.