საქართველოსა და ჩინეთს შორის ორმხრივი ფრენების ღირებულება 630 დოლარი იქნება, ამის შესახებ „ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოში "China southern airlines" -ის წარმომადგენლობაში განუცხადეს. საქართველოსა (თბილისი) და ჩინეთს (ურუმჩი) შორის პირველი პირდაპირი aვიარეისი 9 ივნისს განხორციელდება.
"China southern airlines" სიდიდით მსოფლიოში მეოთხე ადგილს იკავებს. რეისი ურუმჩი-თბილისი სამშაბათობით, და შაბათობით შესრულდება. ხოლო თბილისი-ურუმჩის მიმართულებით "China southern airlines" სამსაბათობით, ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით იფრენს.
ფრენის ხანგრძლივობა დაახლოებით 5 საათი იქნება.
ურუმჩი ჩინეთის ერთ-ერთი უძველესი ქალაქია, სადაც 2011 წელს 10 მლნ. ტურისტს ელოდებიან და სხვადასხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისათვის წელს 1 მლრდ. დოლარის დახარჯვას აპირებენ.