მიხეილ სააკაშვილმა ღრმა მწუხარება გამოთქვა მისურის შტატში გამანადგურებელი ტორნადოს შედეგად დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელმაც ასზე მეტი ადამიანი იმსხვერპლა და უამრავი უსახლკაროდ დატოვა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობისა და ქართველი ხალხის სახელით, თანაგრძნობას უცხადებს ამერიკის ხელმძღვანელობას და ამერიკელ ხალხს და უსამძიმრებს დაღუპულთა ოჯახებს.
„ჩვენი ფიქრები და ლოცვა მიმართულია მათკენ, ვისაც ეს უბედურება დაატყდა თავს", - აღნიშნულია წერილში.