მშვიდობისმოყვარე ქვეყნების რეიტინგში საქართველო 134-ე ადგილზეა. საქართველო, რეიტინგის ბოლო ჯგუფში აღმოჩნდა. იმავე ჯგუფში არიან, თურქეთი, (127-ე ადგილი), ისრაელი (145-ე ადგილი), პაკისტანი (146-ე ადგილი), რუსეთი (147-ე ადგილი), ჩრდილოეთ კორეა (149-ე ადგილი) და ავღანეთი (150-ე ადგილი). ყოველწლიური ყ მშვიდობისმოყვარე სახელმწიფოების რეიტინგი - Global Peace Inde 2011 ავსტრალიის ეკონომიკისა და მსოფლიო ინსტიტუტმა - შეადგინა, რომელიც Vision of Humanity-მა გამოაქვეყნა.
რეიტინგის შემდგენლების მონაცემების მიხედვით, საქართველოს მდგომარეობა 2008 წელს რუსეთთან ომის შემდეგ გაუმჯობესდა, რაც გამოიხატება სოციალური უსაფრთხოების მაჩვენებლების გაუმჯობესებაში, და რიგ საკითხებით შიდა და საერთაშორისო კონფლიქტებში.
რეიტინგის მიხედვით მსოფლიოს ყველაზე მშვიდობისმოყვარე ქვეყნად ისლანდია დასახელდა. მეორე ადგილზეა ახალი ზელანდია, რომელიც გასული ორი წლის განმავლობაში რეიტინგის ლიდერი იყო. მესამე ადგილზე კი იაპონიაა, მეოთხეზე - დანია, მეხუთეზე - ჩეხეთი. ათეულში ასევე მოხვდნენ, ავსტრია, ფინეთი, კანადა, ნორვეგია და სლოვენია.
სულ რეიტინგში 153 ქვეყანაა და რეიტინგის მიხედვით, 152-ე ადგილზე ერაყი, ხოლო 153-ე ადგილზე სომალია.
რეგიონის ქვეყნებიდან, 122-ე პოზიციაზე აღმოჩნდა აზერბაიჯანი, ხოლო 109-ე ადგილზე სომხეთი.
უნდა აღინიშნოს, რომ რეიტინგი 23 მაჩვენებლის საფუძველზე დგება, მათ შორის ქვეყანაში კორუფციის დონე, სამხედრო ბიუჯეტის ოდენობა, შეიარაღებული ძალებისა და სამართალდამცავი ორგანოების რიცხოვნება, ასევე სხვა მაჩვენებლების მიხედვით. რომელთა შორისაა ქვეყანაში სამხედრო კონფლიქტების ან სხვა საფრთხეების არსებობა, ტერორისტული აქტების რაოდენობა.
2009 წელს საქართველო 134-ე ადგილზე იყო. 2010 წელს _ 142-ე.