ევროპის საბჭო საქართველოში მიმდინარე ანტიკორუფციულ რეფორმას დადებითად აფასებს.
საქართველოში კორუფციის წინააღმდეგ გატარებული რეფორმები და პარტიათა დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხი ორგანიზაციის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფოთა ჯგუფმა განიხილა.
„დადებითად იქნა შეფასებული ის რეფორმები, რომლებიც საქართველოში გატარდა, როგორც ანტიკორუფციული კანონმდებლობის დახვეწის, ისე ამ კანონმდებლობის რეალურ ცხოვრებაში გამოყენების თვალსაზრისით. ეს საკმაოდ დიდი წარმატებაა", - აცხადებს ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მამუკა ჟღენტმა.
ევროპის საბჭოს ანტიკორუფციულმა სტრუქტურამ დოკუმენტიც შეიმუშავა, რომელშიც სამოქმედო გეგმები და რეკომენდაციებია ასახული.
სხდომა 2 დღე მიმდინარეობდა.