დღეს, 25 მაისს "სახალხო კრების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია საზოგადოებრივი მაუწყებლიდან ისევ "თავისუფლების მოედანზე" გადმოინაცვლებს.
როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას კრების ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა, 12 საათზე "თავისუფლების მოედნის" მიმართულებით კოსტავას ქუჩიდან მსვლელობა დაიწყება და "სწორედ იქ იქნება გადამწყვეტი ადგილი ხელისუფლების შესაცვლელად".
შეგახსენებთ, რომ "სახალხო პარტიამ" პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლები 21 მაისს, სწორედ "თავისუფლების მოედნიდან" დაიწყო, რომელმაც იმ დღესვე საზოგადოებრივ მაუწყებელთან გადაინაცვლა. მომიტინგეები ამ დრომდე იქ რჩებიან.