შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 20 წლისთავი აღინიშნა.
ღონისძიების ორგანიზატორი აშშ-ში საქართველოს საელჩო იყო. ჩოხაში გამოწყობილმა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა თემურ იაკობაშვილმა 3 ათასამდე სტუმარს უმასპინძლა.
ღონისძიების ფარგლებში შესრულდა ქართული ცეკვები ანლამბ „სუხიშვილების" და ქართული სიმღერები, ჯგუფ „შინის" შესრულებით. სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ სამზარეულოსაც, შესრულდა საქართველოსა და აშშ-ის ჰიმნები, რომლებიც სოფო ნიჟარაძემ შეასრულა.