25 მაისს, 11:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტის ალი ალიევის გამოფენა გაიმართება.
ახალგაზრდა მხატვარი თსუ-ის აზერბაიჯანულენოვანი სტუდენტებისათვის ქართული ენის მოსამზადებელი პროგრამის მსმენელია. ორი პერსონალური გამოფენის შემდეგ უნივერსიტეტში გამართულ გამოფენაზე მხატვარი 17 აბსტრაქტულ ნამუშევარს წარმოადგენს.
ღონისძიებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ალექსანდრე კვიტაშვილი და აზერბაიჯანის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრებიან.