ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს" ყიდის. სახელმწიფო საავადმყოფოს 5 868 870 ცალი აქციას (100%) ყიდის და თითო აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარია. ობიექტის საწყისი ღირებულება 6 მლნ.ლარია და მის გაყიდვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო დღეისთვის, 25 მაისისთვის დანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე გეგმავს.
"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" 2616113.00 ლარის დებიტორული და 1168505.00 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.