დღეს, 25 მაისს, პარლამენტში დოკუმენტის - "საქართველოს ნარკოპოლიტიკის ალტერნატივები" პრეზენტაცია გაიმართება.
დოკუმენტი ქვეყანაში ნარკოპოლიტიკისა და ნარკოკანონმდებლობის სრულყოფის მიზნით არის შემუშავებული და მისი პრეზენტაცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი წერეთლის ინიციატივითა და USAID-ის მიერ დაფინანსებული "საქართველოში აივ პრევენციის პროექტის" მხარდაჭერით იმართება.
დოკუმენტი საქართველოსა და სხვა ქვეყნებში არსებულ ანგარიშებსა და კვლევებს ეფუძნება, რომელიც მიზნად ისახავს ეროვნული პოლიტიკის შესახებ დიალოგში დაინტერესებული ყველა მხარის ჩართვას და ნარკოტიკების მოხმარებისა და აივ პრევენციის ეფექტური საქმიანობისთვის ხელშემწყობი სამართლებრივი გარემოს უზრუნველყოფის საქმეში ტექნიკური დახმარების გაწევას.
პრეზენტაციას დაესწრებიან პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი წერეთელი, პარლამენტის შესაბამისი კომიტეტების თავმჯდომარეები, ნარკოპოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებაში მონაწილე დაინტერესებული სამინისტროებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.