დღეს, 25 მაისს, საქართველოს პარლამენტში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით ბაქრაძე ბრიუს ჯორჯს ღირსების ორდენით დააჯილდოებს.
ბრიუს ჯორჯს ღირსების ორდენი საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს შორის ურთიერთობების განმტკიცების საქმეში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს ინტერესების მტკიცე მხარდაჭერის გამო გადაეცემა.
როგორც ცნობილია, ბრიუს ჯორჯი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს თემთა პალატის ყოფილი წევრი და გაერთიანებული სამეფოს პარლამენტში საქართველოს მეგობართა ჯგუფის ყოფილი თავმჯდომარეა.