დღეს, 25 მაისს, თბილისს ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის საჯარო ადმინისტრირებისა და რეგიონული განვითარების კომიტეტის დელეგაცია ეწვევა.
დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით ბაქრაძეს, რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტის თავმჯდომარეს, ვახტანგ ბალავაძეს შეხვდებიან.
ჩეხი დეპუტატები შეხვედრას რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ, რამაზ ნიკოლაიშვილთან და ფინანსთა მინისტრ, კახა ბაინდურაშვილთან გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტსა და ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის საჯარო ადმინისტრირებისა და რეგიონული განვითარების კომიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის ცერემონიალი.
26 მაისს დელეგაცია ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის (NALA)-ს საბჭოს წევრებს შეხვდება, რის შემდეგაც ქუთაისში გაემგზავრებიან და ქალაქის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.
ჩეხი დეპუტატები ქუთაისიდან ბათუმში გადაინაცვლებენ და 27 მაისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს, ლევან ანთაძეს შეხვდებიან.
ჩეხი დეპუტატების დელეგაცია თბილისს 28 მაისს დატოვებს.