რამდენჯერაც წავიქცევით, ერთმანეთი უნდა ავაყენოთ. ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ მინდინარე აქციაზე ლევან გაჩეჩილაძემ განაცხადა.
მისი თქმით, დღეს აქციაზე მისი მისვლის მიზანია, რომ ბოლომდე ხალხის გვერდით იყოს.
„არ მიძლებს გული, რომ ვიჯდე სახლში და თქვენთან არ ვიყო. ნებისმიერი თბილისელის ოჯახში ეს ემოცია უნდა იყოს. ლანძღვა, ქილიკი, ეჭვიანობა, საქმეს კლავს. პირველობისთვის ბრძოლა იქნება ეს თუ სხვა",- განაცხადა „ქართული პარტიის" თანათავმჯდომარემ.
გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ ხელისუფლების ძალადობა ყველა ოჯახმა იგრძნო, მაგრამ „ზიან და გიყურებენ რას გააკეთებ".
„აქ მხოლოდ საქართველოს გულისთვის მოვდივართ. რამდენჯერაც წავიქცევით, ერთმანეთი უნდა ავაყენოთ. ვინ რა მესიჯებს გამოუშვებს ეს მეორეხარისხოვანია", - განაცხადა ლევან გაჩეჩილაძემ.