დღეს, 22:00 საათზე, „სახალხო კრების" ერთ-ერთი ლიდერი ნინო ბურჯანაძე საზოგადოებას მიმართავს. ამის შესახებ თავად ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
22:00 საათზე ბურჯანაძეს საშუალება ექნება საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით მიმართოს ხალხს.
"მექნება საშუალება, თქვენი სახელით ვისაუბრო საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში", - განაცხადა ბურჯანაძემ სახოგადოებრივი მაუწყებლის წინ მიმდინარე აქციაზე.
ბურჯანაძემ აღნიშნა, რომ საერთაშორისო მედიაში დიდი ინტერესია ხვალინდელი აქციის მიმართ და ის აქტიურად გაშუქდება უცხოურ მედიაში.