აზერბაიჯანს შეუძლია გაზი ევროპას მიაწოდოს, არა Nabucco-ს მეშვეობით, არამედ სხვა უფრო ხელსაყრელი მარშრუტებით, ამის შესახებ "სოკარის" პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა განაცხადა.
apa.az-ი იტყობინება, რომ თურქეთში 6 ივნიის Nabucco-სთან დაკავშირებელი მემორანდუმის შესახებ, აბდულაევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის დამოკიდებულება აღნიშნულ პროექტთან, ასეევ სხვა პროექტებთან, რომელიც ევროპაში გაზის ტრანსპორტირებას ითვალისწინებს, ნორმალურია.
"ჩვენ გვინდა ამ პროექტების რეალიზაცია, რადგან ასეთ შემთხვევაში ჩვენი შესაძლებლობები იზრდება", - განაცხადა აბდულაევმა.
აზერბაიჯანმა უკვე დაიწყო მარშუტის შერჩევა ევროპაში გაზის ტრანსპორტირებისთვის, რომელიც განხოციელდება შახ-დენიზის ათვისების მეორე ფაზის ფარგლებში. ამჟამად აზერბაიჯანი განიხილავს Nabucco-ს მონაწილეებთან ერთად იმ პირობებს, რომელსაც პროექტში ჩართული მხარეები მას სთავაზობენ.
შეგახსენებთ, რომ Nabucco-ს კონსროციუმიში გაერთიანებულნი არიან თურქული კომპანია Botas, Bulgarian Energy Holding, უნგრული MOL PLC, ავსტრიული OMV Gas&Power, GmbH გერმანული RWE და რუმინული Transgaz.
პროექტის ყოველ მონაწილეს პროექტში 16,67 %-იანი წილი აქვს. TumcaRa International Petroleum Investment Company (IPIC) უკვე ფლობს აქციათა 20 %-ს ავსტრიულ OMV Gas&Power GmbH -ში.
Nabucco-ს პროექტი ითვალისწინებს კასპიური გაზის ევროპაში მოხვედრასც აზერბაიჯანის, საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთის, უნგრეთის, რუმინეთისა და ავსტრიის გავლით. პროექტის თანახმად, გაზსადენი ბაქო-თბილისი-ერზერულის გაზსადენის გაგრძელება გახდება და ყოველწლიურად 20-30 მლრდ კუბური მეტრის გაზის გატარებას უზრუნველყოფს.