"დემოკრატიული მოძრაობის" წევრმა ლუკა კურტანიძემ სამართალდამცველებს ის ნივთები გადასცა, რომლებიც გუშინწინ მომხდარი დარბევის შემდეგ აღმოაჩინეს.
კურტანიძის თქმით, ეს ნივთები არის სამანქანო ნომრები და პირადობის მოწმობები. როგორც კურტანიძემ განმარტა, ამ ნივთების აღმოჩენის შემდეგ დარბევის მონაწილეები გამოაშკარავდნენ.
"ეს პირები თავს ასაღებდნენ აქაურ მცხოვრებლებად, თუმცა ისინი აღმოჩნდენ ხონიდან, ქუთისიდან და სხვა რაიონებიდან და ასრულებდნენ ხელისუფლების დაკვეთას. მოვითხოვ, სამართალდამცველმა უწყებებმა გამოიძიონ და შეისწავლონ ეს შემთხვევა", - განაცხადა კურტანიძემ.
კურტანიძემ განცხადება ნივთებთან ერთად საზოგადოებრივი მაუწყებლის გვერდზე, პოლიციის შენობაში შეიტანა.