სახალხო დამცველი მინისტრების მოხსნა-დანიშვნასთან დაკავშირებით გადაწვეტილებას ვერ მიიღებს. ამის შესახებ გიორგი ტუღუშმა ოპოზიციის მიერ სასჯელაღსრულებისა და ლტოლვითა სამინისტროების ხელმძღვანელების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მოთხოვნის შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, აღნიშნულ უწყებებში არის რამდენიმე საკმაოდ რთული და პრობლემური მიმართულება, კერძოდ, ჯანდაცვის მომსახურება, არასათანადო მოპყრობა სასჯელაღსრულების სისტემაში და იძულებით გადაადგილებული პირების გაუსაძლის პირობებში ცხოვრება.
"პოლიტიკურ თემებში ვერ შევიჭრები. სახალხო დამცველის ფუნქცია არავის მოხსნა და დანიშვნა არ არის. ჩემი მოვალეობაა, ობიექტური ინფორმაციის მიწოდება და პარლამენტი თავისუფალია, მიიღოს გადაწყვეტილება", - აცხადებს ომბუდსმენი.
შეგახსენბეთ, რომ საპარლამენტო ოპოზიცია სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, მინისტრების ხათუნა კალმახელიძისა და კობა სუბელიანის თანამდებობრივ პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს, რასაც უმრავლესობა არ ეთანხმება.