ხვალ, 25 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა კახეთის რეგიონში, სიღნაღში გაიმართება. სხდომას საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ბაკურ კვეზერელი და კახეთის რეგიონის რწმუნებული გიორგი ღვინიაშვილი დაესწრებიან.
სხდომის დასრულების შემდეგ კვეზერელი და ღვინიაშვილი კახელ გლეხებსა და ფერმერებს შეხვდებიან და ისაუბრებენ საგაზაფხულო სამუშაოს მიმდინარეობის, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის განახლებისა და რეგიონში არსებული პრობლემების შესახებ.