დემოკრატიული მოძრაობის ლიდერის, ნინო ბურჯანაძის განცხადებით, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა ლაჩარი პრეზიდენტივით იმოქმედა და თავისი სიტყვები უკან წაიღო.
ბურჯანაძის განცხადებით, მას თავიდანვე ჰქონდა ეჭვები, რომ ქართული პარტიის რამდენიმე წევრი ხელისუფლების თამაშს თამშობს.
"ქართული პარტიის პირველი ქმედება, როდესაც ისინი აქ მოვიდნენ და ჩვენთან ერთად დადგნენ, ერთგვარი სურპრიზი აღმოჩნდა ჩვენთვის. ეჭვები, რომელიც გვქონდა ქრთული პარტიის რამდენიმე წევრის მიმართ - რომ ხელისუფლების თამაშს თამაშობენ - გამართლდა. ეს ეხება ირაკლი ოქრუაშვილსა და ეროსი კიწმარიშვილს. ხოლო სოზარ სუბარი რატომ აღმოჩნდა ამ თამაშში, ეს თვითონ უკეთ იცის. რაც შეეხება ოქრუაშვილის ჩამოსვლას, თუ უნდა ჩამოსლიყო, მე რას მითანხმებს? როდესაც მათთან საუბარი გვქონდა, ვუთხარით, რომ თუ ოქრუაშვილის ჩამოსვლა ქვეყნის დესტაბილიზაციისკენ იქნებოდა მიმართული და ეს მოხდებოდა რუსეთის ინტერესით, ამ პროცესს გავემიჯნებოდით", - განაცხადა ბურჯანაძემ.