"ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ სისხლი არ დაიღვაროს და ქვეყანაში არ შევქმნათ ისეთი სიტუაცია, რომელიც სახელმწიფოებრიობას შეუქმნის საფრთხეს", - ეს განცხადება "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა და ხაზგამით აღნიშნა, რომ 26 მაისს თავისუფლების მოედანზე შეკრებილი საზოგადოება ქართულ ჯარს არასოდეს დაუპირისპირდება.
"ჩვენ არ ვაპირებთ ქართულ არმიასთან დაპირისპირებას. ეს ჩვენი შვილები არიან, ჩვენი ახლობლების შვილები არიან და ამიტომაც საპროტესტო აქციის მონაწილეები ქართველ სამხედროებს არ დაუპირისპირდებიან. გული გვტკივა, რომ მათ ხელისუფლება კონკრეტული მიზნებისთვის იყენებს", _ აცხადებს ბურჯანაძე.