ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, "მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოს" ყიდის. სახელმწიფო საავადმყოფოს 5 868 870 ცალი აქციას (100%) ყიდის და თითო აქციის ნომინალური ღირებულება 1 ლარია. ობიექტის საწყისი ღირებულება 6 მლნ.ლარია და მის გაყიდვას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 25 მაისისთვის დანიშნულ ელექტრონულ აუქციონზე გეგმავს.
"მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს" 2616113.00 ლარის დებიტორული და 1168505.00 ლარის კრედიტორული დავალიანება აქვს.