პოლიტიკური გაერთიანება "სამართლიანი საქართველო" განცხადებას ავრცელებს.
"კარგა ხანია სააკაშვილის მმართველობა ხაზინის ქურდების ავტორიტარულ რეჟიმად გადაგვარდა. რეჟიმის თავკაცებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნებისმიერ ძალადობაზე წამსვლელნი არიან პირადი ძალაუფლების შესანარჩუნებლად. არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას, ჩვენი ხალხისა და სახელმწიფოს ინტერესები პირად ინტერესებზე, ამბიციებზე და ანთიპატიებზე მაღლა დააყენებინათ; არაერთხელ მოვუწოდეთ ყველას გაერთიანებისაკენ ხალხის ინტერესების დასაცავად", - ნათქვამია განცხადებაში.
მათი განცხადებით, ოპოზიციის ლიდერების ნაწილმა მეტი დრო და ენერგია დახარჯა ურთიერთლანძღვასა და ერთმანეთთან დაპირისპირებაზე, ერთმანეთისთვის დასწრების მიზნით უშედეგო მიტინგების მოწყობაზე, ვიდრე ხალხის ინტერესების დაცვაზე. ამან გააწბილა ხალხი და გააძლიერა სააკაშვილის რეჟიმი.
"ჩვენი ხალხის დიდ ნაწილში დაიკარგა ნდობა ოპოზიციის მიმართ; დამკვიდრდა აზრი, რომ სააკაშვილის რეჟიმი და ოპოზიციის ლიდერების ნაწილი ერთნაირად მზად არიან დაღვარონ ჩვენი მოქალაქეების სისხლი პირადი ინტერესებისა და ამბიციების დასაკმაყოფილებლად. კვლავ ვაცხადებთ: ოპოზიციის სურს, გაერთიანდეს, უნდა დაიცვას ხალხის ინტერესები, უნდა აღიდგინოს და განიმტკიცოს ხალხის ნდობა. მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი სააკაშვილის ანტიეროვნული რეჟიმის დამარცხება. რეჟიმის იარაღია პროვოკაციები და ძალადობა. მოვუწოდებთ ყველას სიფრთხილისკენ. მხოლოდ ერთიანი ძალისხმევით შევძლებთ თავაშვებული ავტორიტარიზმის დამარცხებას, საქართველოს გამთლიანების პერსპექტივის შექმნას", - აღნიშნულია განცხადებაში