მთავარსარდალს, რომელმაც დაკარგა ქვეყნის ტერიტორიები, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები და რომელიც შეშინებული გარბოდა, არა აქვს უფლება, აღლუმი ჩაიბაროს. განაცხადა "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რია ნოვოსტის" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომელიც ქართული, რუსული და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
"არა მგონია, 26-ში ჩვენს ხელისუფლებას საზეიმოდ ჰქონდეს საქმე. დამოუკიდებლობის 20 წლისთავს ხომ ძალიან მძიმე შედეგებით ვხვდებით - დაკარგულია ქვეუნის ტერიტორიის 20 %, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის ჯარი დგას, რომელთა შემოსაყვანად რუსეთს ხელები სწორედ მიხეილ სააკაშვილმა გაუხსნა. მიგვაჩნია, რომ ასეთ მთავარსარდალს, რომელმაც მიატოვა თავისი ჯარისკაცები და რომელიც შეშინებული გარბოდა, აღლუმის ჩაბარების უფლება არ აქვს", _ განაცხადა ბურჯანაძემ.