ქართველ პოლიტიკოსებს ხშირად თავიანთი განცხადებების რეალიზებისთვის გამბედაობა არ ჰყოფნით. ეს განცხადება "სახალხო კრების" ერთ-ერთმა ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "რია ნოვოსტოს" თბილისის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილის საქართველოში ვიზიტის გადადებს კომენტირებისას გააკეთა, რომელიც ქართული, რუსული და უცხოური მედიის წარმომადგენლებისთვის გაიმართა.
"არ მსიამოვნებს ქართველი ჟურნალისტებისთვის გაკეთებული კომენტარის რუსი ჟურნალისტებისთვს გამეორება, მაგრამ რა გაეწყობა. სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკაში ხშირად ჩნდებიან მამაკაცები, რომლებსაც არ ჰყოფნით გამბედაობა, თავიანთივე განცხადებების რეალიზება მოახდინონ, თავიანთ მიერვე დადებული პირობები შეასრულონ. მათი მხრიდან ხშირია ყოველი ამის სხვისთვის გადაბრალების შემთხვევებიც", _ განაცხადა ბურჯანაძემ.