კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა არნოლდ შვარცნეგერმა ჰოლივუდში დაბრუნება იმ დრომდე გადადო, სანამ ოჯახში პრობლემებს არ მოაგვარებს.
როგორც შვარცნეგერმა თავის აგენტს განუცხადა, იგი კონტრაქტთან დაკავშირებული მოლაპარაკებების გადადებას აპირებს.
"იტირე, მაჩოს" გადაღება მიმდინარე წლის ზაფხულში უნდა დაწყებულიყო.
"შვარცნეგერი პირად პრობლემებზეა ორიენტირებული და არ სურს, გარკვეულ გრაფიკსა ან ვადებზე იყოს დამოკიდებული,"_ ნათქვამია შვარცნეგერის აგენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
შეგახსენებთ, ამ კვირას შვარცნეგერმა აღიარა, რომ შინამოსამსახურისგან ვაჟი ჰყავს. უფრო ადრე კი ცნობილი გახდა, რომ ექსგუბერნატორი მეუღლეს ეყრება.