24-27 მაისს თბილისში, ევროკავშირის პროგრამა INOGATE-ის ერთ-ერთი პროექტის - SEMISE-ს (ენერგეტიკული ბაზრის ინტეგრაციისა და მდგრადი ენერგეტიკის განვითარების ხელშეწყობა ახლად დამოუკიდებელ ქვეყნებში - (Support to energy market integration and sustainable energy in the NIS ) ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა იმართება.
ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაცუიით, შეხვედრაზე განხილული იქნება ისეთი თემები, როგორიცაა: ევროკავშირის ენერგეტიკული პოლიტიკის მიმოხილვა; ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი აირის სექტორების რესტრუქტურიზაციისა და ლიბერალიზაციის პროცესები; განახლებადი ენერგეტიკული წყაროების გამოყენების სტიმულირება და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.
აღნიშნულ შეხვედრას დაესწრებიან როგორც უცხოელი ექსპერტები ასევე სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების წარმომადგენლები. შეხვედრზე სიტყვით გამოვლენ საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე ქ-ნ ნათია მიქელაძე და პროექტ SEMISE-ს ჯგუფის ხელმძღვანელი.
აღსანიშნავია, რომ საქართველო აქტიურად მონაწილეობს პროგრამა INOGATE-ის ფარგლებში მიმდინარე სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში, რომლებიც მიმართულნი არიან სამომავლოდ ევროპის ერთიან ენერგეტიკულ სისტემაში საქართველოს ენერგეტიკული სისტემის ინტეგრაციის ხელშეწყობისაკენ.