სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში სახალხ კრების აქციებზე ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, შესაბამისი უწყებების მხრიდან, რეაგირებას ითხოვს.
როგორც ჟურნალისტებს ტუღუშმა განუცხადა, ძალადობა არის ძალდობა და არ აქვს მნიშვნელობა ვინ ვის წინააღმდეგ იყენებს, ამიტომ ყველა ფაქტზე შესაბამისი რეაგირება უნდა მოხდეს და დამნაშავე დაისაჯოს.
"ჩემი წარმომადგენლები აქციის მონაწილეებსაც და დაკავებულებსაც გაესაუბრნენ. აქციის მონიტორინგი ამ წუთებშიც გრძელდება და ყველა ფაქტი ჩემს 2011 წლის ანგარიშში დეტალურად აისახება", - აღნიშნა ტუღუშმა.