სახალხო კრების ერთ-ერთი ლიდერი გია ბურჯანაძე ქართული პარტიის განცახდებას გამოეხმაურა. მისი თქმით, ქართულ პარტიას თავისი გზა აქვს. სახალხო კრებას კი თავისი გეგმები, რომელსაც თანმიმდევრულად მიჰყვება.
"25 მაისს ჩაატარებენ აქციას თუ არა და ჩამოვა თუ არა ირაკლი ოქრუაშვილი საქართველოში ეს მათი ნებაა. ჩვენ გვაქვს ჩვენი გეგმა და ჩვენს საქციელებზე ჩვენ ვაგებთ პაუსუხს. მშვიდობიან მანიფესტაციებს ვაგრძელებთ და ქართულმა პარტიამაც იგივე შემოგვთავაზა, თუმცა როგორც ხედავთ დღეს ჩვენი ერთად ყოფნა არ მოხერხდა", - განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ამჟამად "ქართულ პარტიასა" და "სახალხო კრებას" შორის არანაირ კონსულტაციები აღარ მიმდინარეობს. ბურჯანაძემ ასევე დასძინა, რომ დღეს 15:00 საათზე დაიწყება აქცია. ხვალ კი კოსტავას ქუჩიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით მშვიდობიანი მსვლელობა განხორციელდება.