"ქრისტიან-დემოკრატების" შეფასებით, სახალხო კრების აქტივისტებსა და სამსართალდამცავებს შორის შეხლა შემოხლა 25 მაისს ან 26 მაისის დილით მოსალოდენელია
როგორც "ქრისტიან-დემოკრატების" წვერმა ვიცე სპიკერმა ლევან ვეფხვაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, სახალხო კრების წარმომადგენლები ეცდებიან 26 მაისს რაიმე სახის პროცესები შექმნან და ამას ლიდერები ღიადაც აცხადებენ, ამიტომ აღლუმის წინ არ არის გამორიცხული, რომ პროვოკაციაზე ხელისუფლება ადვილად წამოიკიდონ.
"მინდა მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ცეცხლთან თამაში არ შეიძლება, რადგან ეს შესაძლოა ცუდი შედეგებით დასრულდეს" - აღნიშნა ვეფხვაძემ. მისივე თქმით არ არის გამორიცხული რომ შეტაკებების შემთხვევაში მოხდეს სახალხო ლიდერების დაკავებაც, თუმცა დეპუტატს მიაჩნია, რომ ხელისუფლების მხრიდან მათზე სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნა დაიწყოს და ის ადმინისტრაციული ჯარიმებით უნდა შემოიფარგლოს.
"სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შემთხვევაში ეს პოლიტიკურ დევნად შეფასდება მაინც", - მიაჩნია ვეფხვაძეს.
მისივე თქმით, მას შემდეგ რაც სახალხო კრების აცქიები დასრულდება ყველაზე ცუდ დღეში ის ადამიანები აღმოჩნდებიან, რომლებმაც აქციაზე საკუთრაი პოზიცია დააფიქსირეს.
"არსებობს საფრთხე რომ ამ ადამიანებს ფიზიკურად გაუსწორდნენ ან შარი მოსდონ და ციხეში ჩასვან", - განაცხადა ვეფხვაძემ და აქვე დასძინა, რომ ოპოზიცია ამ ადამიანებს ამ კუთხით ძალიან ცუდად ექცევა.