ქვეყანაში უმუშევრობა 0,6 პროცენტით შემცირდა. როგორც მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინსიტრმა ნიკა გილაურმა განაცხადა უკვე არსებობს 2010 წლის დაზუსტებული მონაცემები, რომლის მიხედვით ქვეყანაში უმუშევრობის დონე შემცირდა.
"2010 წელს უმუშევრობა შემცირდა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში ქვეყანაში უმუშევრობის დონე იზრდებოდა. 2010 წელს 2009 წელთან შედარებით უმუშევრობის დონე 0,6 პროცენტით შემცირდა" - განაცხადა გილაურმა.
პრემიერ მინისტრის თქმით 2010 წელს უმუშევრობის დონე 16,9 პროცენტი იყო ხოლო 2009 წელს 1,3 პროცენტი.