საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოში იმყოფება, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ ტრადიციული ბრიფინგზე განაცხადა.
"პრეზიდენტი უნგრეთიდან უკვე დაბრუნდა. მიხეილ სააკაშვილმა უნგრეთში შეხვედრები გამართა უნგრეთის პრეზიდენტთან როგორც პირისპირ, ასევე გაფართოებულ ფორმატში. ის ასევე შეხვდა უნგრეთის პრემიერმინისტრს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელსა და პარლამენტარებს. უნგრეთი ჩვენი მნიშვნელოვანი პარტნიორია ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე", - განაცხადა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის უნგრეთში ვიზიტი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიგეგმა. როგორც მან აღნიშნა, დაგეგმილია ასევე უნგრეთის ოფიციალური პირების საპასუხო ვიზიტი.