საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერის მანანა მანჯგალაძის განცხადებით, 26 მაისს აღლუმი დათქმულ დროსა და დათქმულ ადგილას აუცილებლად გაიმართება
"დამოუკიდებლობის დღეს 26 მაისს აღლუმი რუსთაველის გამზირზე აუცილებლად ჩატარდება. მნიშვნელოვანი ღონისძიებებია დაგეგმილი როგორც თბილისში, ასევე ბათუმში. ბათუმში გაიხსნება იუსტიციის სახლი, ეს არის სრული რებრენდინგი და ასევე გაიმართება სხვა საინტერესო ღონისიბეები", - განაცხადა მანანა მანჯგალაძემ პრეზიდენტის სასახლეში გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე.
შეგახსენებთ, რომ დემკრატიული მოძრაობის ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ 23 მაისს გააკეთა განცხადება, რომლის თანახმად, 25 მაისს მოხდება რევოლუცია და ასევე მისი თქმით 26 მაისს ხელისუფლება მშვიდად ვერ ჩაიბარებს აღლუმს.