საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მესამე ვადით პრეზიდენტობაზე კენჭისყრას არ აპირებს. ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ერთ-ერთ უკრაინულ სატელევიზიო არხთან საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.
"არა, ეს კონსტიტუციის მიხედვით შეუძლებელია",_ განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ჟურნალისტის კითხვაზე პასუხის გაცემისას აპირებს თუ არა იგი მესამე ვადით პრეზიდენტობას.
ხოლო იმაზე საუბრისას, გახდება თუ არა იგი პრემიერი ვლადიმერ პუტინის მსგავსად მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა: "მე ვერ შევძლებ ვიყო როგორც პუტინი მრავალ მიზეზთა გამო - ჩვენთან სხვა ქვეყანაა და სხვა სიტუაციაა".
აღნიშნული კომენტარის გაკეთებისას მიხეილ სააკაშვილმა ასევე დასძინა, რომ მის გარემოცვაში ეს საკითხი ახლა არ განიხილება, იმიტომ, რომ "ჩვენ ზუსტად ვიცით, თუ რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, რა იქნება 6 თვის შემდეგ, ერთი წლის შემდეგ, 2 წლის შემდეგ, ვიდრე 3,5-4 წლის შემდეგ".