რუსული მედიისა და ოსი სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაცია საქართველოს სპეცდანიშნულების ძალების მიერ ცხინვალის რეგიონის საზღვართან მდებარე სინაგურის, ქარძმანისა და მოსაბრუნის ახლოს მდებარე გამშვები პუნქტების გადაკეტვის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება. განაცხადა სააგენტო "ჯი-ეიჩ-ენთან" აღნიშნული ინფორმაციის კომენტირებისას საქართველოს შს სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსმა შოთა უტიაშვილმა.
"ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მას არ ვადასტურებ", _ განაცხადა უტიაშვილმა სააგენტოსთან საუბარში.
შეგახსნებთ, რომ რუსულმა მედიამ ოს სეპარატისტებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მოულოდნელად, საქართველოს შს სამინისტროს სპეცდანიშნულების ძალებმა სამხრეთ ოსეთსა და საქართველოს საზღვარზე არსებული გამშვები პუნქტები მთლიანად გადაკეტეს.
მათი ინფორმაციით, სპეცსაზმის წარმომადგენლები შემოიყვანილნი არიან სინაგურის და ქარძმანის დასახლებულ პუნქტებთან არსებული გამშვები პუნქტებზე ასევე გადაკეტილია მოსაბრუნის გამშვები პუნქტიც.