ოპოზიციის რიგებში ნამდვილი ისტერიკაა, რასაც შეცდომების ერთმანეთზე გადაბრალება და რადიკალური გადაწვეტილებების მიღება მოჰყვება.
ამის შესახებ'"ჯი-ეიჩ-ენს" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა რადიკალური ოპოზიციის აქციების შეფასებისას განუცხადა.
მისი შეფასებით, 25 მაისს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ირაკლი ოქრუაშვილი ჩამოვა თუ არა საქართველოში პოლიტიკურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ის არის პოლიტიკურად გაკოტრებული და მის პიროვნული ფაქტორი აქციებზე გავლენას ვერ მოახდენს.
"ირაკლი ოქრუაშვილი ძებნილია, ამიტომ მისი გამოჩენის შემთხვევაში სამართალდამცველები ვალდებულები არიან შესაბამისი ქმედებები განახორცილონ", - აღნიშნა წიკლაურმა.
რაც შეეხება ოქრუაშვილის ცხინვალის ოკუპირებული რეგიონიდან რუსული ჯარის თანხლებით შემოსვლის შესაძლო სცენარს, საპარლამენტო უმრავლესობას მიაჩნია, რომ რუსეთს ამისთვის ელემენტარული მიზეზიც კი არ გააჩნია.
"იმისთვის, რომ სცენარის ასე განვითარება მოხდეს აუცილებია ქვეყანაში რაღაც აქტივობა იყოს. აქციებზე, რომ გამოსულიყო ბევრი ხალხი ან მასობრივი დარბევები, საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში მასიური აქციები ყოფილიყო მსგავსი პროვოკაციის მოწყობის ალბათობა მართლაც მაღალი იქნებოდა. მაგრამ, როგორც ნახეთ მთელი მაისი არის იმის დადასტურება, რომ ქართული საზოგადების მხრიდან ეს აქციები მხარდაჭერილი არ არის", - აღნიშნა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბრისას წიკლაურმა.
მისივე თქმით, რადიკალებს, რომლებიც პრორუსულ პოლიტიკას ატარებენ, როგორც ჩანს კრემლის მიმართ გარკვეული ვალდებულები აქვთ აღებული, რომ შესძლებდნენ ანტისამთავრობო აქციების ორგანიზებას, რაშიც მოსკოვიდან იდეოლოგიური და ფინასური მხარდაჭერაც აქვთ მიღებული.
"მაისში დამტკიცდა, რომ არ აქვს მხარდაჭერა იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც ოკუპანტებთან თანამშრომლობენ საკუთარი ხალხის წინააღმდეგ", - აცხადებს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი.