ნატომ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლიზე ყველაზე მძლავრი საჰაერო თავდასხმა განახორციელა. ამის შესახებ ლიბიაში მყოფი ჟურნალისტები აცხადებენ. ნატოს ძალების ძირითად სამიზნეს სამხედრო ბანაკი ბაბ ალ-აზიზია წარმოადგენდა. პირველი შეტევა სწორედ აღნიშნულ ბანაკზე განხორციელდა.
სულ, დღეს დილით, 12-დან 20-მდე საჰაერო თავდასხმა დაფიქსირდა. ლიბიის მთავრობის პრესსპიკერ მუსა იბრაჰიმის განცხადებით, თავდასხმებს 3 ადამიანი შეეწირა, 150 კი დაიჭრა.
იბრაჰიმის განცხადებით, მართალია სამხედრო ბარაკები იყო მიზანში, თუმცა ბაზის სიახლოვეს სამოქალაქო მოქალაქეები ცხოვრობენ და სწორედ ისინი დაშავდნენ ყველაზე მეტად.
ლიბიაში მეამბოხეები აღმოსავლეთ ნაწილს აკონტროლებენ, ხოლო ხელისუფლება დასავლეთს.