ინდოეთში დაკავებული ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დღეს დაბრუნდებიან. მეზღვაურთა ოჯახის წევრების განცხადებით, თვითმფრინავი, რომლითაც ისინი ჩამოვლენ, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 20:00 საათისთვის დაფრინდება.
მათივე ინფორმაციით, მეზღვაურებმა უკვე აიღეს კუთვნილი ხელფასი, რომელსაც ისინი გემის მფლობელი კომპანიისგან რამდენიმე კვირის განმავლობაში ელოდნენ.
დაკავებული მეზღვაურები გუშინ გაათავისუფლეს.
შეგახსენებთ, რომ თურქული კომპანია "შინაშიპინგის" კუთვნილმა გემმა კატასტროფა 4 აპრილს განიცადა. გემს ინდოეთიდან გადაუმუშავებელი ჯართი და ნავთობი პაკისტანის მიმართულებით გადაჰქონდა.