დღეს, 13:00 საათზე, ინტერნეტტელევიზია itv.ge-ის ოფისში ტელევიზიის ხელმძღვანელობა გააკეთებს სპეციალურ განცხადებას ბოლო დღეების განმავლობაში itv-ის ჟურნალისტებისა და ოპერატორების მიმართ განხორციელებულ აგრესიის ფაქტებთან დაკავაშირებით.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ინტერნეტტელევიზიიდან აცნობეს, განცხადება გაკეთდება ბადრი ბიწაძის მხრიდან ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული მუქარისა და ტელევიზიის გადამღები ჯგუფის ცემის ფაქტებზე.