24 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს თანადგომით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში მხატვარ ანდრო კანდელაკის მიერ ცივი ომის პერიოდში შექმნილი პოლიტიკური კარიკატურის გამოფენა "50 წლის შემდეგ" გაიმართება.
ანდრო კანდელაკს, ცნობილ კარიკატურისტს, რომელიც 1941-1946 წლებში სამამულო ომის მონაწილე იყო, საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება მიენიჭა. მისი იუმორისტულ-სატირული ნახატები ერთ წიგნში "ხუმრობით და ხუმრობის გარეშე" 1964 წელს გამოიცა. ხოლო მხატვრის დაბადებიდან 60 წლისთავთან დაკავშირებით, გამოიცა მისი ნახატების კრებული "მხატვრის ღიმილი".