"საქართველოს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს მასობრივი საპროტესტო აქციებით ვერ გადააყენებენ", - აცხადებს პოლიტოლოგი ტარას ბერეზოვეცი.
"სააკაშვილის ხელისუფლება საკმარისად ძლიერია საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, გარდა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთისა. ამიტომაც პრეზიდენტისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიცია და არმია აკონტროლებენ სიტუაციას. ცხადია, ისინი არ დაუშვებენ საპროტესტო აქციების გაზრდას იმდენად, რომ ხელისუფლებას დამხობა დაემუქროს", _ აცხადებს პოლიტოლოგი.
ბერეზოვეცი ასევე ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ მალევე გაჩნდა ინფორმაცია "საქართველოში მიმდინარე აქციებში რუსეთის მონაწილეობის შესახებ".
"კონკრეტულად კი ნინო ბურჯანაძის მხარდაჭერისა და დაფინანსების შესახებ. ეს ინფორმაცია მხოლოდ ვერსიის დონეზე არსებობს. ქართული ოპოზიცია ძალიან მცირერიცხოვანია იმისათვის, რომ სააკაშვილის ხელისუფლებას რეალური საფრთხე დაემუქროს. ამიტომაც არ უნდა ველოდოთ, რომ სააკაშვილს დაამხობენ", _ დარწმუნებულია ექსპერტი.