მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვისა და ლიბიის ნაციონალური გარდამავალი საბჭოს წარმომადგენლის შეხვედრა მიმდინარეობს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, ბენღაზიდან მოსკოვში ჩასული დელეგაციას აბდელ რაჰმან შალკამი ხელმძღვანელობს, რომელსაც ადრე ლიბიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობა ეკავა და ასევე იყო ლიბიის სპეციალური წარმომადგენელი გაეროში.
"ეს ადამიანი არც ახალბედაა და არც უცხო", _ განაცხადა ლავროვმა.