ხვალ, 24 მაისს, პარლამენტში სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის მოსმენა გაიმართება. ამის შესახებ ბიუროს სხდომაზე ადამიანის უფლებათა და ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლაშა თორდიამ განაცხადა.
მისი თქმით, საკომიტეტო სხდომაზე სახალხო დამცველი გიორგი ტუღუში გასულ წელთან დაკავშირებით მომზადებულ ანგარიშს წარადგენს.
პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ სახალხო დამცველის ანგარიშის განხილვაში ოპოზიცია აქტიურ მონაწილეობას მიიღებს.
ადამიანის უფლებათა და ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე სახალხო დამცველის 2010 წლის ანგარიშის განხილვა 24 მაისს, 13:00 საათზე გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ანგარიში პარლამენტში 31 მარტს შემოვიდა.